საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანტიკორუფციული ბიუროს ინიციატივით, თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა, აკადემიური წრის წარმომადგენლების, ესპანელი ექსპერტებისა და სტუდენტების შეხვედრას უმასპინძლა

ანტიკორუფციული ბიუროს ინიციატივით, თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა, აკადემიური წრის წარმომადგენლების, ესპანელი ექსპერტებისა და სტუდენტების შეხვედრას უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა: ანტიკორუფციული პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და აკადემიური წრის ჩართულობის მნიშვნელობა კორუფციის პრევენციისთვის. ესპანელმა და ქართველმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი; თამთა კაჭკაჭიშვილი - ბიუროს უფროსის მოადგილე; ანა კალანდაძე - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე; პროფესორი ირმა ხარშილაძე - თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ასისტენტ პროფესორი გიორგი დგებუაძე - თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ჯ. სანტიაგო ტორეს პრიეტოსი - ყოფილი მოსამართლე კორუფციასთან და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის (G.R.E.C.O) ყოფილი ექსპერტი, Torres & Oliva Legal Advisory-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი; ჰოსე მარია ამენიერო - Torres & Oliva Legal Advisory-ის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი; თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა და ეკა ქარდავა - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი.

თარიღი: 14/06/2023